აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო განა ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას საჭიროებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დრონების გამოყენებით ქვეყანაში სისხლისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გადატანა მოხდება. ამის მიზანი ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებაა.

ამერიკულმა კომპანიამ Zipline International Inc 12 მილიონი დოლარი მიიღო ამ პროექტის განსახორციელებლად. პროექტის ხანგრძლივობა 4 წელია.

განაში სასწრაფო დახმარების სერვისის მიწოდების დიდი პრობლემაა, რადგან მოსახლეობა 29 მილიონს აჭარბებს, სასწრაფო დახმარების რიცხვი კი 55-ს არ აღემატება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here