საქართველოს უნივერსიტეტმა სტარტაპ აქსელერატორის მეორე ნაკადის დემო დღეს უმასპინძლა. ღონისძიება UG Startup Factory-ს მიერ იყო ორგანიზებული.

Startup Factory Demo Day-ზე სტარტაპერებმა 50-დან 7 საუკეთესო სტარტაპი წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 7 სტარტაპი:
Geo Parking – გამოსავალი ქალაქში არსებული საცობებისა და საპარკინგე ადგილების სიმცირის გადასაჭრელად;
ABC Health – აპლიკაცია, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაგირეგულირებთ საკვებს, შეგიდგენთ ჯანსაღი კვების განრიგს და სხვ.
Droa – აპლიკაცია საკვების მიტანის სერვისით, რომელიც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ;
Memory Capsule – სტარტაპი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თქვენს საუკეთესო მომენტებს კატეგორიებისა და თემების მიხედვით შეინახავს, დათქმულ დროს კი საუკეთესო მოგონებებს გაგახსენებთ;
TTM – მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ავტოავარიაში.TTM კი სიჩქარის დინამიური მართვის მოწყობილობაა, რომელიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად;
InnEmploy – დასაქმების პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გაამარტივებს დამსაქმებლისთვის საჭირო კადრის, სამსახურის მაძიებლისთვის კი შესაფერისი ვაკანსიის მოძიებას.
Magena – მობილური აპლიკაცია, რომელიც ტურისტებსა თუ უბრალოდ ხეტიალის მოყვარულებს დაეხმარება უცნობი, საინტერესო და განსაკუთრებული ადგილების აღმოჩენაში, გარშემო.

UG Startup Factory, Demo day – Batch 2

დემო დღეს სხვადასხვა აწ უკვე წარმატებული სტარტაპერები, ბიზნესმენები, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და საჯარო პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა.

“ძალიან საინტერესოდ წარიმართა დემო დღე საქართველოს უნივერსიტეტში და, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უნივერსიტეტი მხარს უჭერს ახალგაზრდებში ინოვაციურ იდეებს. ეს აქსელერაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარეობს და Startup Factory-ს მიერ არის ორგანიზებული, არის არაჩვეულებრივი შანსი, რომ უნიკალური იდეები სტარტაპ კომპანიებად, ბიზნესებად გარდაიქმნას” – აღნიშნა ნავიგატორთან GITA-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ.

როგორც ღონისძიებაზე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინ თოფურიამ აღნიშნა, საქართველოს უნივერსიტეტი არის საუკეთესო ადგილი სტარტაპის წამოსაწყებად: “დღეს არცერთ უნივერსიტეტში არ არის ისეთი ეკოსისტემა, როგორის საქართველოს უნივერსიტეტშია შექმნილი. ის რაც ხდება Startup Factory-ში, ეს არის არაფორმალური განათლება, ეს არის ადგილი, სადაც ყველა თქვენგანს შეუძლია თავისი იდეა, აქსელერაციის პროცესის შედეგად, აქციოს ბიზნესად”.

Startup Factory-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here