ინდონეზია პოპულაციით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ქვეყანაა. ინდონეზიაში დიდი ხნის განმავლობაში დაბლოკილი იყო Tumblr-ი. ამის მიზეზი ის პორნოგრაფიული, თუ შიშველი კონტენტი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში ზიარდებოდა. 17 დეკემბრის Tumblr-ის გადაწყვეტილების შემდეგ კი ქვეყანაში პლატფორმა აკრძალული სიიდან ამოიღეს.

17 დეკემბრიდან Tumblr-მა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პორნოგრაფიული შინაარსის პოსტები ავტომატურად დაიმალება და წაიშლება პლატფორმიდან. ”დაუშვებელ” ვიზუალურ მასალას ალგორითმი ნიშნავს და შლის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here