Google-ის ახალი საოპერაციო სისტემა Fuchsia უფრო და უფრო უახლოვდება რეალურ სამყაროში გამოსვლას. უკვე ორი წელია, რაც ჭორები ვრცელდება მის შესახებ, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ უცნობია და სიახლეების ერთადერთი წყარო ღია პროგრამული კოდია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
2018-წლის დეკემბერში კოდში აღმოაჩინეს ორი რეპოზიტორია Fuchsia OS-ისთვის, რომლებიც Android Open Source Project (AOSP) არის დაკავშირებული. დიდი ხნის განმავლობაში მათში არანაირი სასარგებლო ინფორმაცია არ იყო, მაგრამ ერთ-ერთში უკვე გამოჩნდა ფაილი readme. მასში ნათქვამია, რომ Android აპლიკაციების გაშვება იქნება შესაძლებელი Fuchsia საოპერაციო სისტემაში.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google უარს იტყვის Android-ზე და Fuchsia-ზე გადავა უახლოესი 5 წლის განმავლობაში. ეს სისტემა ნულიდან შეიქმნა Linux-ისა და Java-ს გარეშე და შეძლებს მარტივად ადაპტირდეს სხვა და სხვა ზომის ეკრანებზე. გარდა ამისა ყველა მსურველს შეუძლია საოპერაციო სისტემის წინასწარ დათვალიერეაბ ბრაუზერის საშუალებით.