პირველი ქართული ვებ-ბრაუზერი Stack-ის მომხმარებლების რაოდენობა იზრდება – ამის შესახებ ნავიგატორი Stack-ის ერთ-ერთ შემქმნელ გიორგი ლალიაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, მომხმარებელი თებერვალში სასიამოვნო სიახლეს უნდა ელოდოს.
რაც შეეხება TechCrunch Disrupt-ს, ლალიაშვილის თქმით, ღონისძიებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა:
“საინტერესო ადამიანები გავიცანით BeNeLux-ის და ევროპის მასშტაბით მოქმედ VC ფონდს ველაპარაკებით, რომლებმაც იქ გვნახეს პირველად.
თან TechCrunch-ის Top Pick-ობაც როგორც ჩანს რეპუტაციის თვალსაზრისით ჩვენვენს სასარგებლოდ მოქმედებს.”
შეგახსენებთ, რომ TechCrunch Disrupt-ის ფარგლებში, სტარტაპერებმა საკუთარ პროექტები წარადგენეს დამფინანსებლებისა და საზოგადოების წინაშე.
პირველი ქართული ვებ-ბრაუზერი Stack-ის გადმოწერა კი შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://getstack.app/