2018 წელი ჩინური კომპანია Meizu-სთვის შედარებით მშვიდი იყო. სხვა გიგანტებისგან განსხვავებით გასულ წელს მათ განსაკუთრებული და ინოვაციური სიახლე არ ჰქონიათ. 

2019 წელს კი Meizu აანონსებს მსოფლიოში პირველ სმარტფონს სახელწოდებით Zero, რომელსაც არც სიმ ბარათის ჩასადები ექნება, არც დამტენისთვის პორტი, არც ღილაკები და არც სპიკერისთვის ე.წ ნასვრეტები.

Zero-ს უსადენო სწრაფი დატენვის ფუნქცია ექნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Vivo შემდეგ თვეში Mobile World Congress-ზე მსგავსი სმარტფონის წარდგენას გეგმავს. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here