ინტერნეტში Xiaomi-მ თავისი ახალი სმარტფონის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ Xiaomi-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლინ ბინი დასაკეცი სმარტფონის დემონსტრირებას ახდენს. 

მოწყობილობის ორივე გვერდი იკეცება, შესაბამისად, ზომაში უფრო პატარა და კომპაქტურ სმარტფონს ვიღებთ. 

აქამდე ყოფილა მცდელობა და ფაქტი დასაკეცი სმარტფონის შექმნისა, თუმცა, დღემდე ყველაზე კარგად ეს კომპანია Xiaomi-მ შეძლო. 

კომპანიაში ჯერ-ჯერობით სმარტფონის სხვა მახასიათებლებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here