Apple-მა აღიარა პრობლემა FaceTime-ში, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ზარზე პასუხამდე მოისმინოს რესპოდენტის ხმა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა.
Apple-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომპანია გამოუშვებს განახლებას, რომელიც კვირის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. მას არ დაუზუსტებია თუ რამდენი ხანია ამ პრობლემის შესახებ არის მათთვის ცნობილი.