ტექნოპარკში უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით ერთდღიანი ტრეინინგი გაიმართა. ტრეინინგის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება და კიბერბულინგი იყო. 
ტრეინინგს ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები. 
კიბერუსაფრთხოების ნაწილი განკუთვნილი იყო მოსწავლეებისთვის, კიბერბულინგის ტრეინინგი კი მასწავლებლებისთვის, მანდატურებისთვის და სკოლაში მომუშავე პერსონალისთვის.
მომხსენებლებმა ისაუბრეს მსოფლიოში ზოგად ტენდენციებზე, ახალ-ახალ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან პრობლემებზე, რომელზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here