Mobile World Photography არის მობილური ფოტოგრაფიის კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და უკვე მერვედ ჩატარდა. ჟიურიმ ამოარჩია 2018 წლის საუკეთესო მობილური ფოტოები. 3000 დოლარიანი პრიზის მფლობელი და წლის ფოტოგრაფი გახდა პოლონელი დომინიკა კოშოვსკაია, რომელიც Sony-ს სმარტფონით იღებდა ფოტოებს.

დომინიკა არის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი. მისი ნაშრომები არაერთხელ გაუტანიათ გამოფენებზე როგორც პოლონეთში ასევე სხვა ქვეყნებში. გოგონას განცხადებით, მობილური ფოტოგრაფიის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სმარტფონი მუდამ თან აქვს და მოუმზადებლად შეუძლია გადაიღოს ფოტო ნებისმიერ ადგილას. ამასთანავე, გარშემომყოფების ყურადღებას არ იქცევს. შეუძლია სწრაფად დაარედაქტიროს ფოტო, გამოაქცეყნოს სოციალურ ქსელში ან გაუზიაროს ახლობლებს.
წამოდგენილია დომინიკას რამდენიმე ფოტო:

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ალონ გოლდსმიტმა თქვა, რომ დომინიკა მაყურებლებს იწვევს დიდებულ ადგილებში და უზრუნველყოფს დიდხანს დარჩნენ იმ ულამაზეს სამყაროში, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

ყველა ფოტო გადაღებულის Sony Xperia სმარტფონით. ზუსტი მოდელი არ სახელდება. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა საკონკურსო ფოტო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here