სასტუმროში “რუმს თბილისი” „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) თანაორგანიზებით ხორციელდება. 
 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ცნობადობის გაზრდა, ახალი შესაძლებლობების მოპოვება – ეს პროექტის მთავარი მიზანია. 
“პროექტში ჩაერთვება 100 კომპანია, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტეტურის და ორი ახალი, პროექტის ფარგლებში შერჩეული, მიმართულებით.” – წერს Enterprise Georgia.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here