თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 2 წლისაა. “სტარტაპერი” უკვე პროგრამის ბენეფიციარ 25 000-მდე დამწყებ ბიზნესს აერთიანებს.„სტარტაპერი“ დღესდღეობით  4 მთავარ კომპონენტს აერთიანებს: სტარტაპ სესხი, სტარტაპ პროდუქტები, ტრენინგები/მასტერკლასები და მედია მხარდაჭერა.
“სტარტაპების  ხელშესაწყობად პროგრამამ ამ დრომდე 102.5 მილიონ ლარზე მეტი გასცა და ისეთ სექტორებში შეუწყო ხელი დამწყები ბიზნესების განვითარებას, როგორებიცაა: ვაჭრობა, მომსახურება, ტექნოლოგიები, მშენებლობა, წარმოება, ტურიზმი, აგროსექტორი, მედიცინა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.” – ვკითხულობთ tbcbusiness.ge-ზე

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here