კანის საქართველოს წარმომადგენლობა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს აწესებს. ნიკა გუჯეჯიანი ბოლო ორი წლის განმალობაში საქართველოს ბანკის კრატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2018 წლიდან კი , „ალდაგის“ გუნდს შეუერთდა. გუჯეჯიანი 15 მარტს, გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
“შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი…
ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას.
კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო!
მას ყოველწლიურად ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური.” – წერს კანის საქართველოს წარმომადგენლობა საკუთარ Facebook გვერდზე.