კომპანია Google თამაშების სტრიმინგის ბაზარზე გადის. დღეს თამაშების დეველოპერების კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში კომპანიამ სერვისი Stadia წარადგინა, რომელიც დღეისათვის არსებულ ყველა ტექნოლოგიას უყრის თავს ერთად.

სტრიმინგ სერვისი იქნება Netflix-ის მსგავსი თამაშებისთვის. იდეალური სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს თამაშეი ნებისმერ ქსელზე მიერთებულ მოწყობილობაზე გაუშვას – სმარტფონით დაწყებული და დასრულებული ჭკვიანი ტელევიზორით. Stadia-ს უკვე შეუძლია 4K გარჩევადობის და 60 კადრი წამში სიხშირის სტრიმინგი, ხოლო მომავალში საუბარია 8K კონტენტის გაშვებაზეც.

კომპანიამ პრეზენტაციაზე სპეციალური კონტროლერი წარმოადგინა, რომელიც პირდაპირ Wi-Fi ქსელის საშუალებით შეუერთდება Stadia-ს სერვერებს და მაქსიმალურად სწრაფ კავშირს დაამყარებს თამაშთან.

სერვისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის თამაშების დეველოპერებისათვის, რომლებიც შეძლებენ თავიანთი თამაშები პირდაპირ ბრაუზერიდან, YouTube-ის ან Twitch-ის სტრიმინგიდან მიაწოდონ მომხმარებეს რამდენიმე წამში. მაგალითად თუ თქვენ უყურებთ Assassin’s Creed: Odyssey-ს თრეილერს YouTube-ზე დაინახავთ Play ღილაკს, რომელიც პირდაპირ ბრაუზერში გაუშვებს თამაშს.

Google არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური გიგანტი, რომელიც თამაშების სტრიმინგს ავიათებს. Microsoft-მა უკვე შექმნა Xbox Game Pass და ისინი სტრიმინგ კონსოლის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. Nvidia-ს უკვე გაშვებული აქვს GeForce Now სერვისი ბეტა-ტესტირების რეჟიმში, თუმცა რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ რელიზი ჯერ არ შემდგარა. იგივე სისტემაზე მუშაობს Sony, რომელსაც PlayStation Now სერვისი აქვს.

Google-ს აქვს უპირატესობა, რომელიც მისი საიმედო ღრუბლოვანი ქსელებია და ის 7500-ზე მეტი კვანძისგან შედგება და თითქმის მთელს მსოფლიოს მოიცავს. წამყვანი დეველოპერები, როგორიცაა Unreal და Unity, ასევე სტუდიები როგორიცაა Doom-ის შემქმნელი id Software თანამშრომლობენ Google-თან Stadia-ს განვითარებისთვის.

ნახეთ პრეზენტაცია სრულად


წინა სტატიაFacebook-ი თამაშებით დაინტერესებული მომხმარებლის მოზიდვას ცდილობს
შემდეგი სტატიაStartup Grind-ის შეხვედრა – კვირა, 23 მარტი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი