youtube-ს არხს სახელწოდებით “ფანტასტიკური თავგადასავლები” 800 000 გამომწერი და, ჯამში, 250 მლნ ნახვა ჰქონდა. არხის შემქმნელს CNN-ის ცნობით, ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც გამოცემა წერს, მშობელი ბავშვებს წიწაკის სპრეის ასხამდა, არ აჭმევდა, ყინულიან აბაზანაში ყოფნას აიძულებდა და სხვა სახის ძალადობას მიმართავდა, თუ რომელიმე მათგანი ვიდეოში მონაწილეობაზე იტყოდა უარს.
ამჟამად მშობელი დაკავებულია და განაჩენს ელოდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here