ფაბლაბ ტექნოპარკში Lego Robotics-ის ვორქშოფი გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა ინოვატორები დაესწრნენ ოზურგეთიდან. “ტექნოლოგიურ სამყაროში მოგზაურობის შემდეგ, შთაბეჭდილებებით და მომავალში ახალი იდეებით სტუმრობის იმედით გურიაში დაბრუნდნენ.” – წერს ფაბლაბ ტექნოპარკი. 
ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ️ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here