საქართველოში სამეცნიერო ფორუმი – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების,მ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.
ფორუმზე განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიცაა  მეცნიერების განვითარების პერსპექტივები, ამ სფეროში არსებული მდგომარეობა, განათლების სისტემაში მეცნიერების დიდი დოზით შეტანა და სხვ. 
„მეცნიერება რეფორის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მეცნიერების განვითარების გარეშე განათლება არ არსებობს. ჩვენი მიზანია მეცნიერების მიმართულებით გვქონდეს განვითარებაზე ორიენტირებილი გრძელვადიანი სტრატეგია. ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს სტრატეგია იყოს განხორციელებადი და ნაბიჯები გადაიდგას რაც შეიძლება სწრაფად.” – განაცხადა ბატიაშვილმა. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here