მობილური აქსესუარებისა და ტექნიკის ქართული მაღაზია „ჯინვენტორმა“ გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში ისეთი კაბელები შემოეტანა, რომელიც არ გაფუჭდებოდა მინიმუმ წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
ბევრი მცდელობს, ტესტირებებებისა და სამუშაოს შემდეგ კომპანიამ OEM ჩინური ქარხნის მოწოდებული პროდუქცია შეარჩია. ამის შემდეგ პირველი ქართული ბრენდირებული USB კაბელის გაყიდვაც დაიწყო.
“ჩვენი პროდუტი ჩვენს ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში (კოსტავას #75) იყიდება. პროდუქტი, ასევე, ამერიკის „ამაზონზე“ გაგვაქვს. საქართველოში, ჩვენს პროდუქციას, საშუალოდ, 30%-ით უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე ამერიკაში.” – ამბობს Ginventor-ის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here