Amazon-ი 3236 ინტერნეტ სატელიტს კოსმოსში გაუშვებს

დედამიწის იმ ნაწილისთვის სადაც ინტერნეტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის, Amazon-ი სიახლეს აანონსებს. კომპანიის თქმით ის 3236 ინტერნეტ სატელიტს კოსმოსში გაუშვებს. ჯერჯერობით უცნობია თავად შექმნის ამაზონი ამ სატელიტებს, თუ სხვისგან შეიძენს, ან სხვა კომპანიას დაავალებს მათ შექმნას. უცნობია ასევე, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ამ სატელიტების გაშვება. ზოგადად, ინტერნეტ სატელიტების შექმნაზე სხვა არაერთი კომპანია მუშაობს და ამაზონი პირველი არ არის, რომელსაც მსგავსი გეგმები აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *