მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი – ნეტფლიქსი გამოწერის ღირებულებას ზრდის. სტრიმიგ-სერვისმა თავის გამომწერებს წერილები გაუგზავნა, სადაც ამ სიახლის შესახებ აცნობდა. ნეტფლიქსმა ფასების ზრდა თავდაპირველად იანვარში დააანონსა. როგორც წერილში წერენ, ზოგადი სტრიმინგის ფასი თვეში 8-დან 9 დოლარამდე იმატებს, ხოლო  მაღალი ხარისხიის სტრიმინგის გადასახადი 11-დან 13 დოლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება პრემიუმ სტრიმინგის მომხმარებლებს, მათ $14-ის ნაცვლად $16-ის გადახდა მოუწევთ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here