მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური ქსელის მიმოხილვის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ე.წ იდენტობის ქურდი ფეისბუკის 15 პროფილი.
ფონდის ინფორმაციით, 15-დან 11 რუსული სოციალური ქსელების – ოდნოკლასნიკებისა (3) და VKontakte-ს (8) – მომხმრებლების იდენტობას იპარავს, 2 – სერიალის პერსონაჟების, 1 – ფეისბუკ მომხმარებლის, ხოლო 1 – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ჟურნალისტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here