ჩიკაგოში, მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრსი გაიმართა. კონგრესი ორგანიზებული იყო “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ. ღონისძიებას მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, 400 ადამიანი დაესწრო. 
“ბლოკჩეინ კონგრესის იდეას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. წელს უკვე მესამედ, ჩვენ მოვახერხეთ და მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ დაინტერესებული ადამიანები ჩიკაგოში. ღონისძიება ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით ტარდება. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება კონგრესის მიმართ ყოველწლიურად მატულობს. წლევანდელი ღონისძიება პარტნიორებისა და სპონსორების მრვალფეროვნებით იყო გამორჩეული. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიოს ავტორიტატული უნიერისტეტების პროფესორები. მათი ჩართულობა ღონისძიების მნიშვნელობაზე მიანიშნებს”, – განაცხადა გივი ჩიქოვანმა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here