by Hurca™

ბრიტანული Unilad-ის ინფორმაციით, ებრაელმა მეცნიერებმა 3D პრინტერით ადამიანის გული დაბეჭდეს. პრინტერით დაბეჭდილ გულს ბიოლოგიური ქსოვილი და სისხლძარღვები აქვს. როგორც გამოცემა წერს, 3D პრინტერით დაბეჭდილი გული ადამიანისაზე დაახლოებით, 10-ჯერ პატარაა. თუმცა, ეს კარგი სიახლეა, რადგან სამომავლოდ, შესაძლოა, ტრანსპლანტაციისთვის გამოსადეგი გული შეიქმნას. 
როგორც მეცნიერები ამბობენ, უახლოეს 10 წელიწადში პაციენტებისთვის ორგანოების 3D პრინტერით დაბეჭდვა საჭიროებისამებრ, ადგილზევე, საავადმყოფოებში იქნება შესაძლებელი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here