არდუინოს ტრენინგი ტექნოპარკში

ტექნოპარკში ფაბლაბის ორგანიზებით არდუინოს ტრენინგი ჩატარდა. ტრეინინგზე მოხდა ელექტრონიკისა და მიკროკონტროლერის პროგრამირების საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მონაწილეებისთვის მიწოდება. ელექტრონიკისა და მიკროკონტროლერის პროგრამირების საფუძვლები მოიცავს ელექტრულ წრედებს, სხვადასხვა ფუნქციის სენსორებსა და მოდულებს.“ტრენინგის დასკვნით ეტაპზე ჩატარდა მეიქათონი, რომლის ფარგლებშიც მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა საბოლოო პროექტები შეასრულეს.” – წერს ფაბლაბ ტექნოპარკი.
Facebook-ი ვირტუალური ასისტენტის შექმნაზე მუშაობს

ამერიკული არხი CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ი მუშაობს ვირტუალური ასისტენტის შექმნაზე. როგორი იქნება ახალი ასისტენტი, ან როდიდან შეძლებს მომხმარებელი მის გამოყენებას, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, როგორც ირკვევა, Facebook-ის ვირტუალურმა ასისტენტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს Alexa-ს, Siri-ს და Google Assistant-ს. პროგრამის შესაქმნელად Facebook-ის სპეციალური განყოფილება მუშაობს.
ინოვაციური პროექტი თბილისის 150-ე სკოლაში

ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით თბილისის 150-ე საჯარო სკოლა მეორე წელია მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში იღებს. “პროგრამის მიზანია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებას. პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ გაკვეთილებს დღეს, იუნისეფის რეგიონული დირექტორი, ავშან ხანი, ესტონეთის ელჩი საქართველოში, კაი კაარელსონი და […]
ქართული AI კომპანია მსოფლიოს 5 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

ქართული AI კომპანია მსოფლიოს 5 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე ქართული ორგანიზაცია SYSTEM CORP. მოხვდა Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამა AI Guardian-ის ფინალში. SYSTEM CORP.-ის პროექტი ხელოვნური ინტელექტის განათლების მიმართულებით გამოყენებას ეხება. უფრო კერძოდ კი, სმენადაქვეითებულებისთვის საუნივერსიტეტო განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემას.პროექტს სახელად Echo ქვია და მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის Live […]
ვიდეო თამაშის დახმარებით შესაძლოა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი აღდგეს

15 აპრილს, ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდი ნაწილი დაიწვა. ამ ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენაზე მსოფლიოს ირგვლივ ჩაებნენ, თუმცა, ფაქტია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად არამხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ შესაბამისი ვიზუალური მასალაა საჭირო. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რომ Ubisoft-ის მიერ შექმნილი ვიდეოთამაშის Assassinʼs Creed Unity-ს ვიზუალური მასალა შესაძლოა საუკეთესო საშუალება აღმოჩნდეს ტაძრის აღსადგენად. Unity-ს მხატვრებმა […]