ახლად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მილიონობით ადამიანს ზედმეტად მარტივი პაროლი უყენია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე. ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) გატეხილი ონლაინ ანგარიშების კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ გატეხილი ონლაინ ანგარიშების დიდ ნაწილს პაროლად 123456 ეყენა, ან სხვა ისეთი ტიპის პაროლები, რომლებიც ყველაზე იოლი გამოსაცნობია და, რომელსაც უმრავლესობა იყენებს.ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრის თქმით, მსგავსი ტიპის პაროლების მქონე მომხმარებლების შემთხვევაში უფრო დიდია შანსი, რომ მათზე ჰაკერული თავდასხმები მოხდეს.