13-დან 17 მაისამდე თბილისში ხუთდღიანი სემინარი გაიმართება რომლის მიზანიც, სტუდენტების ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით სახელმწიფო მუზეუმების განვითარების ახალი გეგმები და მექანიზმები შემუშავდება. BOOTCAMP-ის ფარგლებში, მონაწილეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმების განვითარება, მათი გადაქცევა ფინანსურად დამოუკიდებელ და ინოვაციურ შემოქმედებით სივრცეებად. ასევე იმსჯელებენ თუ რა როლი აქვს ამ ყველაფერში თანამედროვე ტექნოლოგიებს და როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება ამ პროცესში. სემინარის ბოლოს, გაიმართება დამუშავებული იდეებისა და პროექტების პრეზენტაცია (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ Video Pitching-ში. გამარჯვებული გუნდი კი მიიღებს ფულად ჯილდოს და გაემგზავრება ოქსფორდში. ქართულ სამუზეუმო მხარესთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორი “შემოქმედებითი საქართველო” და ისთ ანგლიის უნივერსიტეტია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here