საქართველოში ნარჩენების მართვის ინოვაციურ მეთოდებზე იმსჯელებენ

თბილისში, Expo Georgia-ში პირველი ფართომასშტაბიანი ფორუმი ‘’TALKING EVIRONMENT”   5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების თქმით ფორუმის მთავარი სამსჯელო თემა ნარჩენების მართვის თანამედროვე  ინოვაციური მიდგომები, პრაქტიკები და მათი დანერგვის მექანიზმები იქნება, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში განხორციელდება.  ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და არაერთი საერთაშორისო ექსპერტი ქართულ მხარეს ევროკავშირის  ქვეყნების გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ცირკულარული ეკონომიკის კონცეფციის დეტალურად განხილვა. ფორუმში მონაწილეობა 1 მაისამდე რეგისტრაციის საფუძველზე სტუდენტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებსაც  შეეძლებათ. ევროკავშირის ელჩი ვიდეო მოსაწვევსაც ავრცელებს, რომელშიც ქართულ მხარეს აქტიური ინოვაციური გარემოსდაცვითი მექანიზმების ამუშავებასა და პრაქტიკული ნაბიჯების გადაგმაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ტრამპს თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე შეხვდნენ

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *