სალომე კუშაშვილი

სალომე კუშაშვილი

ავტორის ყველა პოსტი

ციფრული სერვისები გარემოზე გავლენას ახდენს
Featured

ციფრული სერვისები გარემოზე გავლენას ახდენს

ახლებურად გადააზრებულმა და მოდიფიცირებულმა ციფრულმა სერვისებმა შესაძლოა გარემოზე ზიანის მოცულობა შეამციროს. ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვებით ციფრული ტექნოლოგიების კომპანიებს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ნახშიროჟანგის კვალის შემცირებით შეუძლიათ გარემოს გაჯანსაღებაში წვლილი შეიტანონ, ეს კი პირველ რიგში YOUTUBE- ს ეხება. მეცნიერები დააკვირდნენ თუ რა რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება ამ პლატფორმის ვიდეობის მიწოდებით და რა ოდენობის ნახშიროჟანგი გამოიყოფა. რაოდენობა საკმაოდ […]

სალომე კუშაშვილი
კავკასიის  რეგიონული კრეატიული კონფერენცია თბილისში
Featured

კავკასიის რეგიონული კრეატიული კონფერენცია თბილისში

9 მაისს თბილისში კავკასიის კრეატიული რეგიონული კონფერენცია გაიხსნება, რომლის მთავარი ფოკუსიც წელს ქალი მეწარმეების ჩართულობა და გააქტიურება იქნება სამეწარმეო და კრეატიულ ინდუსტრიებში. კონფერენციაზე სწორედ ამ მიმართულების ქალბატონები შეიკრიბებიან როგორც საქართველოდან, ასევე ფინეთიდან, აზრებაიჯანიდან და სომხეთიდან. მოწვეული იქნებიან ამ სფეროს წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც ახალ ინოვაციურ მიდგომებსა და წარმატებულ პრაქტიკებზე ისაუბრებენ. გაიმართება სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები […]

სალომე კუშაშვილი
Digital Trend-მა საუკეთესო სმარტფონი დაასახელა
Featured

Digital Trend-მა საუკეთესო სმარტფონი დაასახელა

სმარტფონები ტექნიკის ყველაზე პერსონალური სახეობაა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მობილური ტელეფონის შერჩევა, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს ზუსტად პასუხობს. შერჩევისას გასათვალსწინებელია 4 ძირითადი ფაქტორი, როგორც დიზაინის, ასევე ოპერაციული სისტემის, უსაფრთხოებისა და გამძლეობის თვალსაზრისით. გამოცემა Digital Trend-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მონაცემების შეჯამების საფუძველზეც აღმოჩნდა, რომ სმარტფონების მომხმარებელთა უმრავლესობის აზრით, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მახასიათებელს Samsung Galaxy S10 და S10 […]

სალომე კუშაშვილი
Google Maps-ს ახალი მახასიათებელი დაემატა
Featured

Google Maps-ს ახალი მახასიათებელი დაემატა

  ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხშირად გამოყენებადი აპლიკაცია, ახალ მახასიათებელს ამატებს – Google Maps Menu Tab, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასურველი კერძების მოძიება რესტორნების მიხედვით, მსურველებისა და გურმანების მიერ. გუგლის მიერ გაუმჯობესებულ ახალ მახასიათებელში შესაძლებელი იქნება კერძის ინგრედიენტი შესახებ ასევე დეტალური ინფორმაციის მოძიება. რაც შეეხება კერძის ფოტოს, ამას უკვე არა რესტორანი არამედ მისი მომხმარებელი დაურთავს. […]

სალომე კუშაშვილი
თიბისი უზბეკურ პლატფორმასთან ერთად ახალ ციფრულ სერვისებზე იმუშავებს
Featured

თიბისი უზბეკურ პლატფორმასთან ერთად ახალ ციფრულ სერვისებზე იმუშავებს

თიბისიმ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმა Payme შეიძინა, კერძოდ მისი 51%-იანი წილი, რის შემდეგაც საკუთარი მომხმარებლების რაოდენობას 50%-ით ზრდის. კომპანიის დამფუძნებელმა სარვარ რუზმატოვმა გადაცემა “Forbes-ის კვირაში“ თიბისისთან პარტნიორობის დიდ გეგმებსა და უპირატესობებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა payme ბაზარზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა სტარტაპის სახით და მალევე მიხვდენ, რომ ჯობდა სამომხმარელო სერვისისკენ აეღოთ გეზი. ბაზარზე კი 2016 […]

სალომე კუშაშვილი
ქართველი ანტრეპრენერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Featured

ქართველი ანტრეპრენერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ქართველი ანტრეპრენერების მიერ შექმნილი პროდუქციას ერთი დღით ახალგახსნილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US 7 მაისს უმაპინძლებს . გამოფენა-გაყიდვა E2E ფორმატით გაიმართება, რაც ანტრეპრენერების ერთმანეთის გაცნობას და საკუთარი ნამუშევრების, ხედვების ერთმანეთისთვის გაზიარებას გულისხმობს. მისი მიზანი კი ახალი კოლაბორაციისა და პარტნიორული ურთიერთობების წამოწყების ხელშეწყობაა. გამოფენაზე სექციების მიხედვით კატეგორიზებულად იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის პროდუქცია როგორც დეკორის, კვებისა და ღვინის, […]

სალომე კუშაშვილი
APPLE 2020 წლისთვის ემზადება
Featured

APPLE 2020 წლისთვის ემზადება

Apple 2020 წელს  საკუთარი  პირველი 5G შესაძლებლობების მქონე სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. გამომდიდანრე იქიდან, რომ 5G ტექნოლოგია ძალიან ძვირადღირებულია, იქონიებს თუ არა ეს  გავლენას ტექ-პროდუქციის ფასებზე და გააძვირებს თუ არა მნიშვნელოვნად მათ, ეს კითხვა უკვე ბევრს აწუხებს. განსაკუთრებით კი iphone-ის  უამრავ მომხმარებელს. თავად კომპანიის ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გავრცელებულა. ექსპერტები და ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ […]

სალომე კუშაშვილი
ბიზნეს-კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა
Featured

ბიზნეს-კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ბიზნეს კლინიკის პრეზენტაცია გაიმართა. ბიზნეს კლინიკა ბრიტანეთის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი მსხვილი პროექტის “ Creative Sparkle” ფარგლებში გაიხსნა, სადაც შესაძლებელია მრავალი სახის კონსულტაციის მიღება საწყის სტადიაზე არსებული თუ ჩამოყალიბებული სტარტაპებისთვის. კონსულტაციები გულისხმობს არა მხოლოდ კრეატიულ სტარტაპებთან დაკავშირებულ და სამეწარმეო საკითხებს, არამედ ინგლისური ენის კომპეტენციის გაღრმავებასაც. როგორც უნივერისტეტის დეკანმა კლინიკის პრეზენტაციაზე განმარტა, სტარტაპის […]

სალომე კუშაშვილი
საქართველოში საერთაშორისო სტარტაპ ფონდი იქმნება
Featured

საქართველოში საერთაშორისო სტარტაპ ფონდი იქმნება

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნესის უნივერსიტეტი ავრცელებს და ღონისძიებას 29 მაისს აანონსებს. ფონდის მიზანი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციის ხელშწყობა იქნება. განსაკუთრებით ეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტრენდების ისეთ მიმართულებებს ეხება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კიბერ-უსაფრთხოება, ციფრული მედია და ელ-კომერცია, ფინტექი, ბლოქჩეინი, მობილური აპლიკაციები და სხვა.  ახალი გლობალური […]

სალომე კუშაშვილი
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
Featured

ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით „ოქროს საწმისის ძიებაში“ ქუთაისში დღეს 3 მაისს გაიხსნა. ფორუმზე განიხილეს სახელმწიფოს, მთავრობის ჩართულობისა და ინვესტორთა თანამშრმლობი საკითხები. საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად ფორუმზე სიტყვით წარსდგა ინოვაციებისა და ტექნოლგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელმაც ყურადღება საქართველოში ინვესტირების პოტენციალზე გაამახვილა. ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტი პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს აწყობს იმერეთის რეგიონში, რომელიც მეწარმეებს […]

სალომე კუშაშვილი
Facebook-ი დიდი რედიზაინის პროცესშია
Featured

Facebook-ი დიდი რედიზაინის პროცესშია

გიგანტი პლატფორმა, არც თუ ისე მარტივი 2018 წლის შემდეგ,  პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, იძულებული გახდა ეღიარებინა და პირობა დაედო, რომ ამ მიმართულებით ბევრს იმუშავებდა. ახლა კი ის დიდი რედიზაინის სამუშაო პროცესში იმყოფება. კალიფორნიაში გამართულ შეხვედრაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ საიტი ახალი გამოწვევების წინაშეა და  მის ახალ ვერსია კოდური  სახელწოდებით “FB5” უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს განიცდის. ფაქტობრივად იცვლება […]

სალომე კუშაშვილი
Future Agro Challenge საქართველოში – ახალი შანსი ქართულ აგრო სფეროში
Featured

Future Agro Challenge საქართველოში – ახალი შანსი ქართულ აგრო სფეროში

10-12 მაისს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბილაინის მხარდაჭერით ტექნოპარკში Future Agro Challenge-ი გაიმართება, რომელიც მიზნად ინოვატორი აგრომეწარმეების,  აგროტექნოლოგიების,  აგროტურიზმის ფორმებისა  და აგროკულტურების აღმოჩენას ისახავს. Future Agro Challenge უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი და ინიციატივაა, რომლის გამარჯვებულიც წვდომას მსოფლიოს საუკეთესო მენტორებთან, ინვესტორებთან, სპეციალისტებთან და პოტენციურ კლიენტებთან მიიღებს.  ასევე უნიკალურ შანსს აგრომეწარმეულ გლობალურ სამიტზე – FAC Global Championship-ზე,რომელიც […]

სალომე კუშაშვილი
მუზეუმ “ქარვასლაში” კრეატიული ცენტრი გაიხსნა
Featured

მუზეუმ “ქარვასლაში” კრეატიული ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” ბრიტანეთის საბჭოს, Henley Business School-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით კრეატიული ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანიც კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირებაა,ასევე შემოქმედებითი და კრეატიული ინდუსტრიების სამეწარმეო აქტივობების სტიმულირება. ცენტრში პროექტ “CREATIVE SPARK”-ის ( შემოქმედებითი ნაპერწკლის) ფარგლებში, მონაწილეებმა იდეების გენერირებიდან მის კომერციალიზაციამდე  განვითარების სრული ციკლი გაიარეს და 2 მაისს აუდიტორიის […]

სალომე კუშაშვილი
3D პრინტერი მეტალის მიკრო საგნებსაც დაბეჭდავს
Featured

3D პრინტერი მეტალის მიკრო საგნებსაც დაბეჭდავს

3D პრინტერი დღეს მთელ მსოფლიოში უკვე ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მუდმივად მზარდ წარმოების მეთოდად იქცა. ETH (ETHERUM ZURICH)-ის სპეციალისტების მიერ ეს მიდგომა და ტექნიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რომლის საშუალებითაც უკვე შესაძლებელია სხვადასხვა მეტალის მიკრო ზომის საგნების დაბეჭდვა, თანაც მაღალი სივრცული რეზოლუციით. ციურიხის ცენტრის პროფესორის რალფ სპოლენაკის განცხადების მიხედვით, ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ისეთი უმცირესი და […]

სალომე კუშაშვილი
პირველკურსელთათვის სტარტაპ დემო დღე გაიმართება
Startup

პირველკურსელთათვის სტარტაპ დემო დღე გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სპეციალურად პირველკურსელთათვის სტარტაპ დემო დღე 6 ივნისს გაიმართება. სტუდენტები სტარტაპ იდეების პრეზენტაციას წარადგენენ პოტენციური პარტნიორებისა, სხვადსხვა ინდუსტრიებისა და სფეროს წარმოამდგენლების და სპონსორების წინაშე. დემო დღეს ოფიციალურ პარტნიორობას თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ და საქართველოს ბანკი BGO FINTECH უწევენ, რომლებიც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ მსგავს წამოწყებებს ადრეულ საუნივერსიტეტო სწავლების საფეხურზე

სალომე კუშაშვილი
Instagram-ი მოწონებების „დამალვას“ ტესტავს
Featured

Instagram-ი მოწონებების „დამალვას“ ტესტავს

30 აპრილს Facebook-ის კუთვნილმა ფოტო-აპლიკაციამ სან-ხოსეში გამართულ კონფერენციაზე განცხადება გაავრცელა, რომ ის კანადაში კვირის ბოლოს აპირებს ინსტაგრამ-ცდის ჩატარებას, რომლის დროსაც პლატფორმაზე დადებულ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე მოწონებები სრულად დაიმალება. მოწონებები რომლებიც გულის ფორმის სიმბოლიკით გვხდება ინსტაგრამზე, მხოლოდ ფოტოს(ვიდეოს) მესაკუთრისთვის იქნება ხილული, თუ ვინ იწონებს მის ფოტოს ან ვიდეოს. პლატფორმის მესვეურებმა განმარტეს, რომ ეს ცდა ემსახურება ყურადღების […]

სალომე კუშაშვილი
Whatsapp-ი პირველად ქართული მედიასივრცეში
Featured

Whatsapp-ი პირველად ქართული მედიასივრცეში

საქართველოს პირველი არხი ოფიციალურ  განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ის Whatsapp-ის მეშვეობით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს, რაც ქართულ მედიასივრცეში პირველი ამგვარი პრეცენდენტია .  პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები ყოველდღიურად მიიღებენ არხის მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ინფორმაციას.  მსურველებს და Whatsapp-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ აპლიკაციაში შეინახონ პირველი არხის ნომერი ( 598 011100) და ამ ნომერზე მომსახურების გასააქტიურებლად გააგზავნონ  სიტყვა- „1tv”. რეგისტრაციის […]

სალომე კუშაშვილი
ლიტვა მსოფლიო სტარტაპ ეპიცენტრში
Featured

ლიტვა მსოფლიო სტარტაპ ეპიცენტრში

დაწყებული ჭკვიანი მატრასებიდან, რომელიც ძილის ხარისხის გაჯანსაღებას ემსახურება, დამთავრებული მწვანე ენერგიების წარმოებით დაკავებული სტარტაპები, რომელთაც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი საქმიანობის სფეროები აქვთ, შემდგომი განვითარებისა და მათთვის საოცრად მისაღები პირობების გამო გეზს ლიტვისკენ იღებენ შემდგომი განვითარების მიზნით . 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში კონკურსის საფუძველზე 18 ინოვაციურმა უცხოურმა სტარტაპმა მიიღო სპეციალური ნებართვა ჩართულიყო სტარტაპ ვიზა […]

სალომე კუშაშვილი
IT გადამზადების ახალი  უფასო პროგრამები იწყება
Featured

IT გადამზადების ახალი უფასო პროგრამები იწყება

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ჯეოლაბთან კოლაბორაციით თბილისსა და ქვეყნის 8 რეგიონში ( ზუგდიდი, ბათუმი, ხარაგაული, ქუთაისი, კასპი, ჭოპორტი, თელავი, ახმეტა) ახალ გადამზადების პროგრამას – „IT გადამზადების კურსი გრაფიკულ დიზაინში“ იწყებს. პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგები 18 მაისიდან დაიწყება და მასზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე უფასოა. პროგრამა მიზნად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის – გრაფიკული დიზაინის და მისი არაერთი […]

სალომე კუშაშვილი
ფიროსმანი ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში ინაცვლებს
Featured

ფიროსმანი ციფრული ტექნოლოგიების სივრცეში ინაცვლებს

3-6 მაისის ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ორგანიზებით შემეცნებითი კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში იმართება.  მუზეუმის განცხადებაში ნათქვამია,რომ ფიროსმანის მიმართ ინტერესი მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ მზარდია, კრეათონი კი ხელს შეუწყობს  ქართული კულტურის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე მის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კრეათონის დავალებები გულისხმობს […]

სალომე კუშაშვილი
ლონდონში ჰაერის გამწმენდი ეკო-ინოვაცია ინერგება
Featured

ლონდონში ჰაერის გამწმენდი ეკო-ინოვაცია ინერგება

Imperial College-ი ეკოლოგიურ ინოვაციაზე მომუშავე სტარტაპს სოლიდური თანხით დააფინანსებს რათა ჰაერის დაბინძურების მწვავე პრობლემას ახალი მეთოდით დაუპირისპირდეს. საუბარია ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რომელიც ახალბედა კომპანია Arborea-მ უნდა განავითაროს და დანერგოს პირველ ეტაპზე ლონდონში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ინოვაციური მიდგომა გულისხმობს ბიოსოლარული ფოთლის ტექნოლოგიას, რომელიც ჰაერს წმინდავს მიკროსკოპული მცერეული საფარის ფოტოსინთეზის მეშვეობით. ეს მცენარეული საფარი კი არბორეას […]

სალომე კუშაშვილი
Spotify მეტოქეობას Apple-ს უწევს
Featured

Spotify მეტოქეობას Apple-ს უწევს

Spotify-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ეკმა განაცხადა რომ პლატფრმას დღეს უკვე 100 მილიონი გამომწერი ჰყავს მთელი მსოფლიოს გარშემო, რითიც ძალიან ამაყობს.   მიუხედავად ამისა, მუსიკალურმა გიგანტმა მცირე წაბორძიკება განიცადა  ინდურ ბაზარზე შესვლისას, რამაც მისი მოგების მასშტაბები საგრძნობლად  შეავიწროვა. ამის მიზეზი კი აგრესიული კაპიტალდაბანდება გახდა პოდკასტებში.  ბოლო  2019 წლის 29 აპრილის მონაცემებით Spotify-ს 207 მილიონი იუზერი ჰყავს, რომელთაგანაც […]

სალომე კუშაშვილი
TWITTER-ი ახალი გამოწვევის წინაშეა
Featured

TWITTER-ი ახალი გამოწვევის წინაშეა

Twitter-ის თანადამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ TED ღონისძიებაზე საკუთარ გამოსვლაში აღიარა რომ TWITTER-ს საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს და სამუშაო ჯგუფმა მის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად დიდი სამუშაო უნდა გასწიოს. დორსის ხედვით პლატფორმა უნდა გახდეს სივრცე, რომლეით მეტად ფოკუსირებული ინტერესთა ჯგუფების შექმნასა და ე.წ ნეთვორკინგზე იქნება, ვიდრე ინდივიდუალური ექაუნთებით ოპერირებაზე. ჯეკ დორსიმ სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომლის შედეგადაც ქსელი […]

სალომე კუშაშვილი
GOOGLE-ის ინოვაციური ინიციატივა ჟურნალისტებისთვის
Featured

GOOGLE-ის ინოვაციური ინიციატივა ჟურნალისტებისთვის

გუგლი ახალი ინიციატივით გამოდის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და ახალ გლობალურ პროექტ GNI ( Google News Initiative)-ს იწყებს, რომელიც ნიუსების ინდუსტრიაში მომუშავე ჟურნალისტებს დაეხმარება ციფრულ სამყაროსა და ონლაინ-ინსტრუმენტებთან უკეთ ინტეგრაციაში, რათა მათ საკუთარი სამუშაოს ამ სივრცესთან მორგება უკეთ შეძლონ, ასევე განავითარონ ონლაინ გამოცემების ინდუსტრია და ახალი ციფრული ჟურნალისტური ბიზნეს მოდელები. როგორც გუგლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, ეს მიმართულება ერთ-ერთი […]

სალომე კუშაშვილი