დაწყებული ჭკვიანი მატრასებიდან, რომელიც ძილის ხარისხის გაჯანსაღებას ემსახურება, დამთავრებული მწვანე ენერგიების წარმოებით დაკავებული სტარტაპები, რომელთაც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი საქმიანობის სფეროები აქვთ, შემდგომი განვითარებისა და მათთვის საოცრად მისაღები პირობების გამო გეზს ლიტვისკენ იღებენ შემდგომი განვითარების მიზნით . 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ქვეყანაში კონკურსის საფუძველზე 18 ინოვაციურმა უცხოურმა სტარტაპმა მიიღო სპეციალური ნებართვა ჩართულიყო სტარტაპ ვიზა პროგრამაში, რომელიც საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა და მასში მონაწილეობის მსურველი წელს უკვე 2-ჯერ მეტია ვიდრე ეს გასულ წელს იყო. სტარტაპ ვიზა პროგრამა დღეს უკვე ლიტვის სავიზიტო ბარათია, რომელიც სპეციალურად სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის შეიქმნა და მუდმივად მზარდი მაღალი მაჩვენებლებით ევროპასა და უკვე მსოფლიოში რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
მთავარი ინოვაციები