Imperial College-ი  ეკოლოგიურ ინოვაციაზე მომუშავე სტარტაპს სოლიდური თანხით დააფინანსებს რათა ჰაერის დაბინძურების მწვავე პრობლემას ახალი მეთოდით დაუპირისპირდეს. საუბარია ახალ  ინოვაციურ ტექნოლოგიაზე, რომელიც ახალბედა კომპანია Arborea-მ უნდა განავითაროს და დანერგოს პირველ ეტაპზე ლონდონში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ინოვაციური მიდგომა გულისხმობს ბიოსოლარული ფოთლის ტექნოლოგიას, რომელიც ჰაერს წმინდავს მიკროსკოპული მცერეული საფარის ფოტოსინთეზის მეშვეობით.  ეს მცენარეული საფარი კი არბორეას მეთოდით მზის პანელების სტრუქტურის იქნება და ურბანული გარემოს არაერთ ზონაში ფართოდ  განთავსდება.  საინტერესოა რომ სტარტაპ-კომპანიის დამფუძნებელი უნივერსიტეტის ყოფილისტუდენტი  ჯულიან მეჩიორია. მისი განცხადებით ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, მისი 1 აკრი იმდენ ნახშიროჟანგს შთანთქავს და იმდენ ჟანგბადს პროდუცირებს, რამდენსაც 100 აკრი ტყე.  ლონდონი კი შვებას სულ მალე იგრძნობს. სატესტო რეჟიმის შემდეგ მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვის სურვილი უკვე არაერთმა მეგაპოლისმა გამოთქვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here