საქართველოს პირველი არხი ოფიციალურ  განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ის Whatsapp-ის მეშვეობით ახალი ამბების გავრცელებას იწყებს, რაც ქართულ მედიასივრცეში პირველი ამგვარი პრეცენდენტია .  პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები ყოველდღიურად მიიღებენ არხის მიერ გავრცელებულ ოპერატიულ ინფორმაციას.  მსურველებს და Whatsapp-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ აპლიკაციაში შეინახონ პირველი არხის ნომერი ( 598 011100) და ამ ნომერზე მომსახურების გასააქტიურებლად გააგზავნონ  სიტყვა- „1tv”. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი მუდმივად მიიღებენ განახლებულ ინფორმაციას.  ასევე შესაძლებელია ნებისმიერ დროს სერვისის გაუქმება ამავე ნომერზე სიტყვა -stop-ის გაგზავნით.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here