3D პრინტერი  დღეს მთელ მსოფლიოში უკვე  ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და  მუდმივად მზარდ წარმოების მეთოდად იქცა. ETH (ETHERUM ZURICH)-ის სპეციალისტების მიერ ეს მიდგომა და ტექნიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რომლის საშუალებითაც უკვე შესაძლებელია   სხვადასხვა მეტალის მიკრო ზომის საგნების დაბეჭდვა, თანაც მაღალი სივრცული რეზოლუციით. ციურიხის ცენტრის პროფესორის რალფ სპოლენაკის განცხადების მიხედვით, ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ისეთი უმცირესი და ურთულესი კონფიგურციის მეტალის საგნები ვაწარმოოთ, რომელიც პროფესიონალური ლითოგრაფიის მეშვეობითაც კი რთული მისაღწევია. მათ უკვე შეძლეს ამ ტექნიკით 250 ნანომეტრის  რთული სტრუქტურის მქონე მეტალის მიკრო-საგნების დამზადება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here