ნოტრ-დამის სკულპტურების აღსადგენად შესაძლოა 3D პრინტერი გამოიყენონ – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Concr3De აქვეყნებს. კომპანია ქვისგან 3D პრინტერით ნაკეთობებს ქმნის. მათ საფრანგეთს დახმარება უკვე ოფიციალურად შესთავაზეს. გასულ თვეს პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა ნოტრ-დამი დაიწვა, რის შემდეგაც არაერთმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა ნაგებობის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაიხმარებენ თუ არა კომპანია Concr3De-ს აღდგენით სამუშაოებში.

წინა სტატიაVetements-მა აპლიკაცია შექმნა
შემდეგი სტატიაკავკასიის რეგიონული კრეატიული კონფერენცია თბილისში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი