ახლებურად გადააზრებულმა და მოდიფიცირებულმა ციფრულმა სერვისებმა შესაძლოა გარემოზე ზიანის მოცულობა შეამციროს. ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარების დაკვირვებით  ციფრული ტექნოლოგიების კომპანიებს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, ნახშიროჟანგის კვალის  შემცირებით  შეუძლიათ გარემოს გაჯანსაღებაში წვლილი შეიტანონ, ეს კი პირველ რიგში YOUTUBE- ს ეხება. მეცნიერები დააკვირდნენ თუ რა რაოდენობის ელექტროენერგია იხარჯება ამ პლატფორმის ვიდეობის მიწოდებით და რა ოდენობის ნახშიროჟანგი გამოიყოფა. რაოდენობა საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამიტომაც რეკომენდაცია  გასცეს რომ  ციფრული ტექნოლოგიური კომპანიები უმჯობესი იქნება თუ SID (Sustainable interacion design)-ის გამოყენებაზე გადავლენ, რომელიც ამ ეტაპისთვის მათ საუკეთესო ალტერნატივად მიაჩნიათ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here