სმენადაქვეითებული თანამშრომლებისთვის კომპანია Amazon-მა ამერიკული ჟესტების ენით შექმნილი ლოგო წარადგინა.


ლოგო Amazon-ის UX დიზაინერის ბრენდან გრემერის ინიციატივით შეიქმნა. ბრენდან გრემერი ასევე სმენადაქვეითებულია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ჟესტით მათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლების მიმართ მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს.


თავად ჟესტების ენით შექმნილი ლოგოს ინიციატივის ავტორი კი ამბობს, რომ ეს შემთხვევა ხელს შეუწყობს კომპანიაში პოზიტიური გარემოს შემქნას, მის გარეთ კი მაგალითი იქნება სხვებისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here