კონტენტზე გადასვლა
20 მაისს ტექნოპარკი სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების საუკეთესო პროექტების ავტორების გასაცნობად გიწვევთ

20 მაისს ტექნოპარკი სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების საუკეთესო პროექტების ავტორების გასაცნობად გიწვევთ

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ინოვაციური განათლების ფონდთან და ჯეოლაბთან ერთად გიწვევთ სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების საუკეთესო პროექტების ავტორების გასაცნობად.

20 მაისს თბილისის ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე, შეგიძლიათ გაიცნოთ დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში მცხოვრები ქალები, რომლებიც თავიანთ მომავალს ტექნოლოგიებს უკავშირებენ და ამისთვის საჭირო ცოდნა უკვე მიიღეს. 
“მათ 130-ზე მეტ ქალთან ერთად 2 თვიანი კურსი გაიარეს და დამოუკიდებლად შეუძლიათ სხვადასხვა პლატფორმასთან მუშაობა (Facebook, Google, Instagram, Linked in, WordPress, Canva).
პროექტის შემდეგი ეტაპი 40 საუკეთესო პროექტის ავტორის სტაჟირებას გულისხმობს – თითოეულ მათგანს აქვს უნარი და ცოდნა, რომ თქვენი კომპანიის სოციალური მედიის, მარკეტინგის, დეველოპმენტის ან პროგრამული უზრუნველყოფის გუნდში აღმოჩნდნენ.” – წერს ტექნოპარკი საქართველო.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!