საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე მოლაპარაკებები დასრულების ფაზაშია. ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
“პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაინეართან დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”, — თქვა ჩოგოვაძემ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here