აშშ-მა HUAWEI-ს შეზღუდვების აღსრულება დროებით გადადო და Huawei-ს Android სისტემის გამოყენების ნებრათვა დროებით შეუნარჩუნა.
აშშ-ს მიერ მინიჭებული დროებითი ლიცენზია 19 აგვისტომდე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაწესებული სანქციების გამო კომპანია Google ჰუავეის არაერთ აპლიკაციაზე წვდომას უზღუდავს.
მაგალითად, ჰუავეის რამდენიმე მოდელის სმარტფონს არ ექნება ანდროიდის ოპერაციული სისტემის განახლების საშუალება, ასევე, ვერ გამოიყენებს Youtube-ის, Google Map-ის, Gmail-სა და სხვა სერვისების აპლიკაციებს.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი ჰუავეი ბოლო პერიოდში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ დაადანაშაულა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში. როგორც სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურები ვარაუდობენ, ჰუავეი მომხმარებლის მონაცემებს უნებართვოდ, ჯაშუშური მიზნებისთვის აწვდის ჩინეთის მთავრობას.
მოგეხსენებათ, კომპანიას ლიცენზიის გარეშე ამერიკული საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება აეკრძალა.