27 მაისს 17:00 საათზე გაიმართება Bootcamp სტარტაპების დემო დღისთვის.ეს იქნება თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების სტარტაპების დემო დღისთვის 5 დღიან ინტენსიურ BOOTCAMP-ი.
“დემო დღეზე BTU-ს სტუდენტები წარადგენენ საუკეთესო სტარტაპ იდეების პრეზენტაციას, რომელიც წარედგინება შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებს, პოტენციურ პარტნიორებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ პირს.”
სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი  პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here