კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი 2019 წლის 30 მაისს, წინანდალში, სასტუმროში ,,რადისონ ქოლექშენ” გაიმართება. ფორუმში 20-ზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი ტარდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, კახეთის გუბერნიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ოფისის (DMO) მხარდაჭერით.
“ფორუმის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ.”

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here