სტარტაპი Weber Technologies ქართული წარმოების ელექტროდამტენებს აწარმოებს ელექტრომობილებისთვის.
აღნიშნული სტარტაპის წამოწყების იდეაზე მუშაობა ოთხმა მეგობარმა, დავით ხასიამ, ალექსანდრე კალანდაძემ, გრიგოლ გრიშაშვილმა და დიმიტრი გოდერძიშვილმა, ერთი წლის წინ დაიწყო.

“პროექტის შექმნის იდეა მას შემდეგ გაგვიჩნდა, როდესაც პირადად წავაწყდით ტექნიკურ პრობლემებს ამ დარგში და გადავწყვიტეთ, სხვისთვის უფრო საინტერესო გაგვეხადა ეს სფერო და მეტად დაგვეინტერესებინა ხალხი ამ მიმართულებით. გავლენია იქონია აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ელექტრომობილების რიცხვის ზრდა. ჩვენც გადავწყვიტეთ ფეხი აგვეწყო მომავლის ტექნოლოგიებისთვის და შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული რამდენიმე ტიპის დამტენი. მათ შორის ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ყოველდღიურობას გაუმარტივებს მომხმარებელს. იგი ინფორმაციას გაუგზავნის პირადი შეტყობინების სახით დამუხტვის პროცესის დასრულების შემდეგ, დაუთვლის ზუსტ ხარჯს და ა.შ.” – ამბობს Weber Technologies-ის თანადამფუძნებელი დავით ხასია Marketer-თან.

წინა სტატიათანადაფინანსების 100 ათასლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია
შემდეგი სტატიასმარტფონი Oppo მსოფლიოში პირველი სელფის უხილავი კამერით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი