7 ივნისს თიბისი ჯგუფმა ლონდონში გამართა ინვესტორების დღე. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.
“ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ თიბისი ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here