კომპანია Huawei გადასაკეცი სმარტფონის გამოშვების თარიღაც 2019 წლის ზაფხულს ასახელებდა, თუმცა, როგორც ირკვევა, კომპანიამ გამოშვების თარიღი გადაწია. Mate X-ის გამოშვება გაურკვეველი დროით გადაიდო. 
Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, Mate X-ის გამოშვების თარიღის შეცვლის მიზეზი ეკრანის პრობლემების თავიდან აცილება და დამატებით დეტალებსა და ნიუანსებზე მუშაობაა.
კომპანია აცხადებს, რომ არ სურთ ისეთი პროდუქტის გამოშვება, რომელიც მათ იმიჯსა და რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს. 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here