აღმოსავლეთ ევროპაში პირველად ჩატარდება კონფერენცია თემაზე: ,,ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“. ტრეინინგი ორგანიზებულია ტრენერთა ასოციაციის მიერ და ის 29 ივნისს 12:00 საათზე  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. 
“კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან წარმომადგენლები სახელმწიფო, კერძო და
არასამთავრობო სექტორიდან, რომლებიც ისაუბრებენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე არაფორმალურ განათლებაში საკუთარი სექტორის პერსპექტივიდან.
 მოხდება უახლესი პროექტის პრეზენტაცია არაფორმალურ განათლებაში მოღვაწე პირებისთვის” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

წინა სტატიასაქართველოში ელექტრონული ნარჩენების მართვის დასანერგად ახალი პროგრამა იწყება
შემდეგი სტატიაMacbook Pro სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი