ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული სოციალური ქსელი Feedc მსოფლიოს არაერთი ქალაქისთვის საინტერესო აპლიკაციად იქცა. სოციალურმა ქსელმა Messanger და ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია დაამატა.

“Feedc-ის ჩატი, ისევე როგორც თვითონ აპლიკაცია, არის სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებული, რადგან ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს მის ქალაქში/ქვეყანაში, მეგობრებში დამატების გარეშე. ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტი არის ჩატის უსაფრთხოება, რომელიც მისცემს ყველა მომხმარებელს იმის კომფორტს და გარანტიას, რომ მათ მიერ გაზიარებული ინფორმაცია დაცულია. თუ მომხმარებელმა იპოვა საერთო ინტერესის მქონე ადამიანი რომელიმე Feed-ზე, მას შეუძლია მის პროფილზე გადავიდეს, ერთ ღილაკზე დაჭერით მისწეროს და გაესაუბროს, გაეცნოს.” – ამბობს marketer.ge-სთან ინტერვიუში Feedc-ს თანადამაარსებელი გიორგი კვარაცხელია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here