მთის ამბების ინფორმაციით ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სოფელ ვაკისოფელში  პირველად ჩაირთო ინტერნეტი.

ინტერნეტიზაციის პროექტს ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია (მთის სათემო ქსელი) ამერიკული ორგანიზაციის “ინტერნეტსაზოგადოება”, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ წლებია, რაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ამ პრობლემის გადაჭრასა და ხეობის ინტერნეტიზაციას მოითხოვდა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here