გლაზგოს უნივერსიტეტის (შოტლანდია) სწავლულებმა ექსპერიმენტის შესახებ შეგვატყობინეს, რომლის მიმდინარეობისას მათ შეძლეს ფოტოზე აღებეჭდათ კვანტური ჩახლართულობა. მათი ნამუშევარი გამოქვეყნდა ჟურნალში Science Asvances

კვანტური ჩახლართულობა წარმოიშვება მაშინ, როცა ორი ნაწილაკი ერთმანეთისგან უწყვეტი ბმით კავშირდება. ის რაც ერთს მოსდის მყესეულად აისახება მეორეზე მიუხედავად მათ შორის არსებული მანძილისა. ეს მოვლენა იმდენად უცნაურია, რომ XX საუკუნის უდიდესმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა მას “საშიში ურთიერთქმედება მანძილზე” უწოდა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც აფეთქებს გადახლართული ფოტონების (სინათლის ელემენტარული ნაწილაკები) ნაკადს. ფოტოს შექმნისას მათ განაცალკევეს გადახლართული ფოტონები და ერთი სხივი გაატარეს ბარიუმის ბეტა-ბარიატის კრისტალში, რითაც ოთხი ფაზური გადასვლა გამოიწვიეს.

კამერამ დააფიქსირა მომენტი, როცა ორივე ნაწილაკი ერთნაირად შეიცვალა, მაშინ როცა განცალკევებული იყო, რითაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა მათი კვანტური ჩახლართულობა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here