საქართველოში ნებისმიერი სირთულის  პლატის დიზაინის შემუშავება და შემდგომში უკვე წარმოებას შესაძლებელი Edison.ge -ს გუნდის მუხლჩაუხრელი შრომითაა შესაძლებელი. 
Edison-ის მიერ შექმნილი პლატები უკვე მუშაობს  მაინერების ფერმებში,  გელათის მონიტორინგის სისტემაზე, სხვადასხვა  ავტომატიზებისთვის და სხვ.

“ჩვენთან ბევრი ტიპის ბიზნესი მოდის, სხვადასხვა ტექნოლოგიური იდეით. ეს შესაძლოა იყოს ქარხნები, სამშენებლო კომპანიები, ბანკები, კრეატიული სააგენტოები და ა.შ. მათ ყველას დიფერენცირებული ბიზნეს პროცესები აქვთ და სურთ მათზე მორგებული ჭკვიანი სისტემის დამზადება. შეხვედრის პროცესში იწერება დაახლოებითი მონახაზი, თუ რა ბიზნეს პროცესები უნდა გადაჭრას ჭკვიანმა მოწყობილობამ, რის შემდეგაც ტექნიკური გუნდი ამას ტექნოლოგიურ ენაზე თარგმნის და საბოლოო ჯამში, ჩვენი ინჟინრები ხაზავენ პლატის დიზაინს. როდესაც პლატის დიზაინი ფინალურ ეტაპს გაივლის, ხდება მისი პროტიტიპირება ჩვენს ლაბორატორიაში, CNC დანადგარებზე და შემდეგ, მასზე ელექტრონული კომპონენტების დარჩილვა. ამ დროისთვის, ეს პლატა უკვე გამოსადეგია და შესაძლებელია დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას, თუმცა, მასობრივი წარმოების საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ, პარტნიორ კომპანიებში ვამზადებთ და იქიდან ჩამოგვაქვს, ჩვენი დიზაინის მიხედვით“.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here