რუსული აპლიკაცია Faceapp ბოლო დღეებში მომხმარებელთა ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ არ ყიდის ან უზიარებს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე კომპანიებს. თუმცა, ამის პარალელურად, აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის ნაწილში აღნიშნულია, რომ FaceApp-მა, შესაძლოა, გადასცეს მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაცია მესამე პირებს. FaceApp ასევე გავცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ თავიანთ სერვერზე მხოლოდ იმ ფოტოს ინახავენ, რომელსაც მომხმარებელი სერვისით სარგებლობისას ტვირთავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here