პირველ აგვისტოს, “მეწარმეთა კავშირი” მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდება და შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება. 

“შეხვედრის ფარგლებში “მეწარმეთა კავშირი”, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს საკუთარ ახალ ინიციატივას გააცნობს, რომელიც მათ,მცირე და საშუალო მწარმოებლებთან თანამშრომლობაში დაეხმარებათ. 
თანამშრომლობის ფორმა რომელსაც “მეწარმეთა კავშირის” ინიციატივა ითვალისწინებს,  გააძლიერებს მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე განვითარების საშუალებას მისცემს ადგილობრივ, მცირე და საშუალო მეწარმეებს.” – წერს ბიზნეს აქსელერატორი სპარკი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here